საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.
საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი.
ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.
არასრულწლოვნის 16 ივლისს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, როგორც წლის ზედაპირზე, ასევე წყალში.