დღეიდან ბათუმის ბულვარში ადაპტირებული პლაჟი ფუნქციონირებას განაახლებს

17 ივლისი 2020, 14:05 1344 ნახვა

დღეიდან ბათუმის ბულვარში ადაპტირებული პლაჟი ფუნქციონირებას განაახლებს.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შშმ პირთათვის ტივტივა ეტლები და შესაბამისი საპლაჟო ინფრასტრუქტურა წელსაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

შშმ პირებს  ტივტივებით სარგებლობა ყოველდღე 10:00-სან 19:00 საათამდე შეეძლებათ.

ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარში შარშან გაიხსნა. სანაპირო ზოლზე მოეწყო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გამოსაცვლელი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 5 საცურაო ეტლი-სავარძელი ბულვარმა 39 880 ლარად შეიძინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში