აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში კორონავირუსზე ჩატარებული 910 ტესტის შედეგი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირის ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ.
ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 30 537 პირს ჩაუტარდა.
დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2 147 პირი. კარანტინი კი 10 858-მა ადამიანმა დატოვა.