დაზიანებული ლიფტები ბათუმში. ლეონიძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, წუხელ სიკვდილს 4 ადამიანი გადაურჩა, მე-7 სართულიდან ლიფტი მოულოდნელად ჩავარდა. ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოძველებულ და მწყობრიდან გამოსულ ლიფტებზე გიყვებით. ვის ევალება კონტროლი და ვინ არის პასუხისმგებელი?