ბსუ-ს რექტორად კვლავ მერაბ ხალვაში აირჩიეს

15 ივლისი 2020, 15:32 3799 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მერაბ ხალვაში აირჩიეს. მას აკადემიური საბჭოს თერთმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ახალი რექტორის ასარჩევად 6 ხმაც საკმარისი იყო. 

არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ინგა შამილიშვილი.

არჩევნებამდე კანდიდატებმა აკადემიური საბჭო წევრებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

კანდიდატების მოსმენის შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართა. 

პროფესიით ისტორიკოსი მერაბ ხალვაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 2016 წელს აირჩიეს, მანამდე ის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. იყო ბსუ-ს დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და რეზიდენტურის სამსახურის, ასევე ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2004-2005 წლებში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელად მუშაობდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში