პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში ბრალდებული, თურქეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს საქართველოს მოქალაქებს მიჰყიდა დიდი ოდენობით 3,232 გრ. ნარკოტიკული საშუალება „3,4“ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა).
ასევე ს.ბ.-მ დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ‘’გამომშრალ მარიხუანას’’.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 24 დეკემბერს ბათუმში დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებებში და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.