გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

13 ივლისი 2020, 18:18 1318 ნახვა

ამ დრომდე შეგროვებული საგამოძიებო მასალა მტკიცებულებების სახით დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული პირების ადვოკატებს გადაეცათ. გახმაურებულ საქმეს, როგორც ირკვევა ახალი მოწმე ჰყავს. ის შემთხვევის ადგილზე "მეორე მანქანით" ფიგურანტი პირია, რომელმაც დაკითხვაზე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე, შუაღამისას, ავტომაგისტრალზე ნიახურს აგროვებდა. ახალი მოწმის შესახებ დღეს ჟურნალისტებმა ადვოკატებს ჰკითხეს დეტალები, თუმცა, როგორც განაცხადეს, საქმის ამ ნაწილს ჯერ არ იცნობენ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სახალხო დამცველი შეხვედრებს მართავს, ის გეგმავს გარდაცვლილის ოჯახთან გასაუბრებასაც, რის შემდეგაც გადაწყვეტს ომბუდსმენის აპარატი - რა როლით იქნება ჩართული გამოძიებაში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი