კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა.-პატრიარქის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვა აღავლინა. მეუფე შიომ მოციქულების პეტრესა და პავლეს ღვაწლზე ისაუბრა და მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა.