საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ერთად ცდილობს აღკვეთოს შენგენის ზონის ქვეყნებში საკუთარი მოქალაქეების უკანონო გადაადგილება და დარჩენა.
ქვეყანა ცდილობს თავი გაართვას ამ გამოწვევას , - ამის შესახებ მიგრაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მოხსენებაშია ნათქვამი. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მოხსენების მიხედვით, 2019 წელს ევროკავშირში უკანონოდ შესვლა საქართველოს 328 მოქალაქემ სცადა, მაშინ როდესაც 2018 წელს მსგავსი 189 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2019 წელს ევროკავშირში კანონის დარღვევით საქართველოს 11 845 მოქალაქე დარჩა, რაც 26%-ით მეტია გასული წლის მონაცემებზე. რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნას, 2019 წელს განცხადება საქართველოს 21 570-მა მოქალაქემ შეავსო, მაშინ როდესაც 2018 წელს აპლიკანტების რიცხვი 19 730-ს შეადგენდა