მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 12 მილიონს აღწევს

08 ივლისი 2020, 19:47 1192 ნახვა

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევბმა თითქმის 12 მილიონს მიაღწია. ყველაზე რთული მდგომარეობა აშშ-შია სადაც ბოლო 24 საათში, 55 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო დადასტურებულმა შემთხვევბმა კი 3 მილიონს გადააჭარბა.  გარდაცვლილთა რაოდენობა  უკვე 133 ათასზე მეტია. ურთულესი მდგომარეობაა ბრაზილიაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ 600 ათასზე მეტია. მესამე ადგილზე ინდოეთია 746 ათასი შემთხვევით, შემდეგ მოდის რუსეთი 700 ათასზე მეტი დადასტურებული ქეისი. აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და ინდოეთში შედარებით დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 
 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი