შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ქალი, რომელმაც ოჯახში მცირეწლოვან შვილზე იძალადა.
საქმე ეხება ხელვაჩაურში გუშინ მომხდარ ინციდენტს - დედა 9 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამ ეტაპზე 9 წლის გოგონა სახელწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფება, მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს. კიდევ 2 არასრულწლოვანზე რომელიც ამავე ოჯახის წევრები არიან, ბიოლოგიური მამა იზრუნებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.