Microsoft, Ford-ი, adidas-ი - კომპანიების ბოიკოტი ფეისბუქის წინააღმდეგ

01 ივლისი 2020, 16:02 2504 ნახვა

Microsoft, Puma, Ford-ი, adidas-ი -ფეისბუქის" წინააღმდეგ დაწყებული სარეკლამო ბოიკოტს უმსხვილესი კომპანიები უერთდებიან და ითხოვენ,რომ მოხდეს სოციალური მედიიდან მავნე და ყალბი შინაარსის პოსტების ამოღება და პლატფორმაზე მკაცრად გაკონტროლდეს ძალადობრივი, რასისტული და ცრუ ინფორმაციები.

მათივე განცხადებით, ფეისბუქმა ვერ შეძლო ამერიკაში პროტესტის ფონზე  „საკმარისად გაეკონტროლებინა სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელება“.

სოციალური მედიის პლატფორმას ბოიკოტს, უკვე 200-ზე მეტი კომპანია უცხადებს. მათ სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაზე 6 თვით უარი განაცხადეს. როგორც „ფეისბუქზე“, ასევე „ინსტაგრამზე“.

კომპანიების ძირითადი ჩამონათვალი კი, ასეთია:

  • Puma
  • Adidas
  • Microsoft
  • Ford
  • HP
  • Unilever
  • Verizon
  • Coca-Cola
  • Birchbox
  • Diageo
  • Levi’s
  • Starbucks
  • Lululemon
  • Honda US
  • The North Face
  • Patagonia

კამპანიის საპასუხოდ, "ფეისბუქი" აცხადებს, რომ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად მეტი მუშაობა სჭირდება, მათ შორის, უფლებადამცველებთან და ექსპერტებთან. ამასთან, კომპანიის თქმით, ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული ინვესტიცია, მას საშუალებას აძლევს, სიძულვილის შემცველი კონტენტის 90% იქამდე ამოიცნოს, ვიდრე მას მომხმარებლები „დაარეპორტებენ“.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში