ჯანდაცვის სამინისტრო: სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება გაიზარდა

01 ივლისი 2020, 14:14 1148 ნახვა

დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურება 250 ლარი გახდება. 100 ლარით გაიზრდება უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და ამიერიდან ის 550 ლარს შეადგენს.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

90-მდე სოციალურმა აგენტმა რამდენიმე დღის წინ გაფიცვა დააანონსა. მათ მოთხოვნებს შორის იყო 80-ლარიანი ფიქსირებული ხელფასის გაზრდა, ერთთვიანი ხელშეკრულების უვადოდ შეცვლა და ტრანსპორტირებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი