ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია დაიწყო

28 ივნისი 2020, 15:09 1450 ნახვა

ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია დაიწყო.  პროექტის მიხედვით,   მთლიანად  შეიცვლება 3400 მეტრი სიგრძის ბაგირი , რომელსაც გეგმიური შემოწმების დროს  რამდენიმე ადგილას  წყვეტა დაუფიქსირდა.  კომპანია ,,ბაგირმშენთან“ გაფორმებული   ხელშეკრულების თანახმად,      ფუნქციონირება   საბაგირომ  აგვისტოში უნდა განაახლოს.  სამუშაოებისთვის 125 ათასი ლარია გამოყოფილი. ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო 28 იანვრის შემდეგ გაჩერებულია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში