საზმაუს ბორდის წევრობისათვის დეპუტატებმა 4 კანდიდატი წარადგინეს

25 ივნისი 2020, 14:28 1100 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის სამ ვაკანტურ ადგილზე სპეციალური კომისიის მიერ წარდგენილი 8 კანდიდატიდან დეპუტატებმა   4  შეარჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობამ არჩევანი პედაგოგ გია მურღულიაზე გააკეთა. ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები კი დოდო შონავას, ზაზა აბაშიძეს და ბონდო მძინარაშვილს წარადგენენ.  

თითოეულ კანდიდატს კენჭისყრაში წარსადგენად დეპუტატების 14 -კაციანი მხარდაჭერა სჭირდებოდათ.  

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირებული იყო “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძეც, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატების ნაწილი წარადგენდა.  თუმცა, მას 1 დეპუტატის თანხმობა დააკლდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი