6 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. დანგრეულია 500-მდე საცხოვრებელი სახლი, 15 სამედიცინო ცენტრი და დაზიანებულია საავტომობილო გზები.
სტიქიამ 50-მდე მუნიციპალიტეტი დააზარალა, მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქ მეხიკოშიც იგრძნობოდა. სეისმოლოგებმა 450-მდე განმეორებითი ბიძგი დააფიქსირეს.