თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალები მსოფლიო ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით აღიჭურვება. ახალი სპეც-ტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება.