რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია - განცხადება ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ფილმში „რუსეთი, კრემლი, პუტინი“ პრეზიდენტის სიტყვების კომენტირებისას გააკეთა.
პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ბევრმა რესპუბლიკამ უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ ბევრმა სახელმწიფომ თან გაიყოლა რუსი ხალხის საჩუქრები.
პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს ან მიწას გულისხმობს. მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცედურა გაწერილი არ ყოფილა.