მოიჯარეების საკითხის გადაწყვეტა, მთავრობასა და მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

18 ივნისი 2020, 18:01 1508 ნახვა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ საკრებულოს შუამდგომლობით მიმართა პლაჟზე საქმიანობის განხორციელებისთვის მოიჯარეებს  ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაეცეთ.  ამის შესახებ  ბათუმის ბულვარის დირექტორმა განაცხადა.

ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, გამონაკლისი წელს ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის გამო დაუშვეს. ბულვარის დირექტორი აცხადებს, რომ   შეღავათით 300-მდე მოიჯარე ისარგებლებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ამ მოთხოვნით მოიჯარეებმა მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ისინი  ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემასთან ერთად გადასახადებზე შეღავათების დაწესებასაც ითხოვდნენ. მოიჯარეები ვარაუდობენ, რომ აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში ტერიტორიით მსხვილ ბიზნესმენები დაინტერესდებიან და მათთან კონკურენციას ვერ შეძლებენ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი