კადიროვი: „თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს“

17 ივნისი 2020, 11:04 1007 ნახვა

ჩეჩნეთის ლიდერის პირველი გამოხმაურება. რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში“ დაწერა.

ციტატა: „ თუკი დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, „მითუმეტეს თქვენი ქვეყნის ღრმა უძრაობაში, ამის შესახებ ვერ გაიგებს"“-წეერს კადიროვი.  მან ჟურნალისტს მოუწოდა, „სწორი დასკვნები გააკეთოს და გონება წესრიგში მოიყვანოს“, წინააღმდეგ შემთვევაში, მის მტრად დარჩება.

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი