მოიჯარეები, რომლებიც ბათუმის სანაპიროზე შეზლონგებს აქირავებენ, ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემას ითხოვენ

15 ივნისი 2020, 17:09 2907 ნახვა

მოიჯარეები, რომლებიც ბათუმის სანაპირო ზოლში შეზლონგებს აქირავებენ ან სხვა მსგავს საქმიანობას ეწევიან, აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. ისინი აქციაზე პლაჟზე საქმიანობის განხორციელებისთვის ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემასა და გადასახადებზე შეღავათების დაწესებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სანაპიროზე წლებია სეზონურად მუშაობენ, თუმცა ხელშეკრულებები ამოეწურათ.

საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოიჯარეები ვარაუდობენ, რომ აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში ტერიტორიით მსხვილ ბიზნესმენები დაინტერესდებიან და მათთან კონკურენციას ვერ შეძლებენ. 

''თუ შესაძლებელი არის დაგვეხმარონ და ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინონ. ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი თანხაა შეტანილი. ჩვენ ვიქცევით კანონიერად. ამჯერად მთავრობას ვთხოვთ, ადამიანურად დაგვეხმარონ. ადრე იყო შეხვედრა. გვითხრეს, რომ დაგვეხმარებოდნენ. დღეს უნდა ყოფილიყო პასუხი, მაგრამ არ არის'' - აცხადებს აქციის მონაწილე.  

მოიჯარე ბექა გუგუნავა კი აცხადებს, რომ პირდაპირი წესით გადაცემაში უკანონო არაფერია და ამით მთავრობა მცირე მეწარმეებს დაეხმარება-. 

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობენ და საბოლოო გადაწყვეტილება ორ დღეში გახდება ცნობილი. 

''ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს უკვე გავმართეთ შეხვედრა მოიჯარეებთან. მსოფლიო პანდემიისა და შექმნილი ვითარების ფონზე, შესაბამის უწყებებთან ერთად ვმსჯელობთ ყველა არსებულ საკითხზე, რომელიც მოიჯარეებს გადასახადების შემცირებაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას და შესაძლოა, განვიხილოთ პლაჟების პირდაპირი წესით გადაცემაც. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დღეში გახდება ცნობილი'' - აცხადებს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჯინჭარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი