ახალი მოსამართლეები ხვალ ფიცს დადებენ

01 ოქტომბერი 2016, 00:00 2908 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე პლენუმმა 30 ოქტომბრამდე ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს. პროცედურების მიხედვით, მანამდე მოვალეობას პაპუაშვილის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს. კანდიდატი, რომელსაც სამი მოსამართლე წარადგენს და მხარი პლენუმის უმრავლესობამ,   5 -მა მოსამართლემ უნდა დაუჭიროს. შემდეგ კი კოლეგიები დაკომპლექტდება. სამი ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია  ხვალ გაიმართება. საკუთარი უფლება უკვე გამოიყენეს პრეზიდენტმა და უზენაესმა სასამართლომ,  მეოთხე მოსამართლე კი პარლამენტმა უნდა დაასახელოს. 

ამავე კატეგორიაში