მამაკაცი , რომელმაც ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვა მოქალაქეს - დაკავებულია. პოლიციას თავად დაზარალებულმა მიმართა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბასრი საგანი და ყაჩაღობის გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად დაკავებული არასრუწლოვანია და წარსულში ნასამართლევია.