სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამოქვეყნდა.
სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: "სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში, უზრუნველყავით მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი; შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა; ინფექციის შემცირების მიზნით სერვის ცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ; უზრუნველყავით სერვის ცენტრებში უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი შესაბამისი სტიკერებისგანთავსება (იატაკის ზედაპირზე) აგრეთვე, მოსასვენებელი სკამების ნაწილის ან სრულადმოხსნა/დემონტაჟი უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით; სერვის ცენტრის მოსაცდელ დარბაზში, მომსახურე პერსონალისა და მგზავრებისთვის, ხელმისაწვდომადგილას (საბილეთო სალაროს მიმდებარედ) განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;უზრუნველყავით პერსონალისა და მგზავრების სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა - წყლითა და თხევადი საპნით;სამუშაო ადგილებზე უზრუნველყავით ხელის დასამუშავებელი 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებების განთავსება და სხვა.