პროტესტი ხეების მოჭრის გამო

04 ივნისი 2020, 14:16 2109 ნახვა

ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ ინასარიძის ქუჩაზე  არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები.  ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშენებელ  კომპანიას   ხეების გადაბელვის და გადარგვის უფლება აქვს, თუმცა მათი მტკიცებით ხეების გაჩეხვის გარეშე საცხოვრებელ კორპუსს ვერ ააშენებენ. ისინი საქართველოს პროკურატურას მიმართავენ ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება დაიწყოს.

კადრები ორგანიზაცია ალტერნატივას წარმომადგენლებმა მოგვაწოდა.

ტერიტორიაზე  კომპანია  „როიალ ბილდინგი“ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. კომპანიის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი