პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 5 დღეში 549 პირს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაატოვებინეს

04 ივნისი 2020, 10:08 1122 ნახვა

ბათუმში, 5 დღეში 549 პირს პირბადის გარეშე მგზავრობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაატოვებინეს.  მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მაკონტროლებლებმა მუნიციპალურ ავტობუსში ბილეთის გარეშე მგზავრობისთვის 36 პირი დააჯარიმეს.

ახალი რეგულაციებით  საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრი არ დაიშვება. იკრძალება კონდენციონერის გამოყენება, ღია უნდა იყოს ფანჯრები. აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი