საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გიორგი გახარია არსად წასვლას არ აპირებს და თანამდებობაზე რჩება. ასე გამოეხმაურა ეკატერინე ტიკარაძე პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, - განაცხადა ტიკარაძემ.