დაბა ქედაში აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მოსახლეობის ინფორმაციით, დაზიანებული გზის პრობლემის შესახებ მერიას არაერთხელ მიმართეს. პროექტის ფარგლებში გზა გაფართოვდება და ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 80 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული.