სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს და გარკვეულ მონაკვეთებზე უკანონო მონიშვნები გააკეთეს-ფაქტს სუსი ეხმაურება სადაც აცხადებენ, რომ პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე რეაგირება ხორციელდება.
ჩორჩანა-პერევის ტყის მასივში უკანონო მონიშვნების შესახებ კადრები „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ საპატრულო ჯგუფმა გაავრცელა. აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ.