მწვავე პოლიტიკური დებატები პარლამენტში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერმა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” შეკითხვებს უპასუხა. ოპოზიციამ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა დაუწუნა და კორუფციაში დაადანაშაულა.
გიორგი გახარიამ კი ოპოზიციას სიცრუის გავრცელებაში დასდო ბრალი და „დეგრადირებული“ უწოდა. პრემიერ-მინისტრი საკანონდებლო ორგანოში ივნისში კიდევ ერთხელ, უკვე წლიური ანგარიშით წარსდგება.