საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 746 ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 576 გახდა. 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან. არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. რაც შეეხება აჭარას - ლაბორატორიებში ჩატარებული 191 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებული 28 პირის კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 30 აპრილის შემდეგ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.