ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის რამდენიმე მაღაზიამ დღეს მუშაობის განახლება სცადა

25 მაისი 2020, 20:08 3529 ნახვა

როდის გაიხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ? - ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მაღაზიებისთვის მოთხოვნათა პაკეტს ამუშავეს.მოვაჭრეთა ნაწილი შეცდომაშიც შევიდა და მაღაზიები უკვე გახსნა, თუმცა ობიექტები პოლიციამ დააკეტინა.

დასაქმებულები ამბობენ, რომ შეცდომაში იმ განცხადებებმა შეიყვანათ, რომლის თანახმადაც 25 მაისიდან მუშაობის განახლება მოლების გარდა ყველა საცალო და საბითუმო მაღაზიებს და ღია ბაზრობებს შეეძლოთ. დახურული მაღაზიების მეპატრონეები რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი