აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული და წლებია უფუნქციოდ დარჩენილი შპს-ების გაუქმების ინიციატივით გამოდის. რეგიონში ასეთი 30 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. უფუნქციო კომპანიების გაუქმება არაფერს ნიშნავს, უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატ გია აბულაძისთვის, მისთვის სახელმწიფო საკუთრებაში სამეწარმეო და ბიზნეს-საქმიანობა მიუღებელი პრაქტიკაა. კომპანიებს შორის არის ისეთებიც რომელთა ნაწილის საქმე სასამართლოშია, თუმცა ხანდაზმულობის ვადები ამოწურულია. უფუნქციო კომპანიების გაუქმების პროექტზე აჭარის უმაღლესი საბჭო პარლამენტის მხარდაჭერას მესამე მოსმენით ელოდება.