სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერის  განმარტება

24 მაისი 2020, 12:21 1936 ნახვა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი, მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოს მიმართ განცხადებებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრის სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა. ნიკოგოსიანს ამის დასტურად მინისტრის ციტატა მოჰყავს. „არ უარვყოფ, რომ საქართველოში უკეთესი შეზღუდვები იყო დაწესებული, უფრო ძლიერი და მკაცრი. პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ანტიეპიდემიური სისტემა განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ანტიეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერი და უფრო პროფესიულია.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლებიც შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი სისტემები და ამგვარად, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით.  ციტირებს ტოროსიანის განცხადებას პრესსპიკერი.ცნობისთვის „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი