პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ რომ ეკონომიკაში, 2021 წელს უკეთესი შედეგი გვქონდეს - თურნავა

14 მაისი 2020, 12:25 1511 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პესიმისტრრი პროგნოზების მიუხედავად, ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გახსნის მიმართულებით მუშაობს. ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტი და გარე ბაზრებზე არსებული ვითარება.

მინისტრი ამბობს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ტურიზმის გახსნაზე, ფრენების აღდგენასა და ინვესტორების აქტივობაზე. 

''რაც შეეხება იბიარდის პროგნოზს, გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ის არის კიდევ უფრო პესიმისტური, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული სავალუტო ფონდის პროგნოზი. მათი პროგნოზი იყო -4% წლის ბოლოს. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პროგნოზი არის 5,5%. ეს პროგნოზები არის წინასწარი და დამოკიდებულია მსოფლიო მგლობალურ ეკონომიკაზე. 

მოლოდინები, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად კოვიდ ინფექცია გაქრებოდა არ მართლდება. ჩვენ ქვეყნებს რაღაც პერიოდი მოგვიწევს ამ ინფექციასთან ერთად ცხოვრება. აქედან გამომდინარეობს ეს პესიმიზმი. 

საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ეკონომიკა იყო. ჩვენ არ ვართ ვაკუუმში, შესაბამისად პროგნოზები, როგორ მძიმდება სიტუაცია გლობალურ ეკონომიკასთან მიმართებაში, არ შეიძლება არ აისახოს ჩვენთანაც.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტი და გარე ბაზრებზე არსებული ვითარება. რა თქმა უნდა შემცირებულია მოთხოვნა და პროგნოზი არ არის სახარბიელო. მნიშვენელოვანია როდის აღდგება გლობალურად ფრენები და ტურიზმი, ასევე ინვესტორების აქტივობა. 

ჩვენ მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ წარმოებაზე. ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე მთელი რიგი მიმართულებებით. ისედაც 2019 წელი იყი რეკორდული, ბოლო 7 წლის განმავლობაში სავაჭრო ბალანსის ყველაზე კარგი მაჩვენებელი გვქონდა. მომავალში კიდევ მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ წარმოებაზე - ეს არის კვება, საშენი მასალები, სოფლის მეურნეობა. ეს გახდება ეკონომიკური ზრდის პირობა. პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ რომ უკეთესი შედეგი გვქონდეს 2021 წელს'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი