გეგმური ოპერაციები განახლდება - ჯანდაცვის სამინისტრო

13 მაისი 2020, 15:56 2171 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეცირებულია, გეგმური ოპერაციები განახლდება. თამარ გაბუნიას არ დაუკონკრეტებია თუ როდიდან მოხდება გეგმიური ოპერაციების განახლება, თუმცა თქვა, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა სწორედ გეგმური ოპერაციების გადავადების ხარჯზე შემცირდა.

„უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირდა, შემცირდა გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ვიყავით ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, კლინიკების მზაობაც, ინფექციის კონტროლის კუთხით, მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს იყო ეპიდემიის დასაწყისში. უკვე ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში