ონლაინ გამოცემების ერთდღიანი აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად. მედიასაშუალებმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე მთავარი ფოტო შეცვალეს სოლიდარობის გამომხატველი წარწერით. გამოცემების ფეისბუქ გვერდებზე ახალი ფოტო დღის ბოლომდე იქნება. აქცია კოალიციის "მედიის ადვოკატირების" ინიციატივით ტარდება და მისი მიზანი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შეხსენებაა.
3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის ნიშნად მაუწყებლობა ერთი წუთით გათიშეს ტელევიზიებმა.