პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საგადასახადო შეღავათების ნაწილს განიხილავენ. საქმე ეხება დამქირავებლისთვის 6 თვეზე გათვლილ შეღავათს - თუ მათ პანდემიის პირობებში თანამშრომლები შეინარჩუნეს.
სხდომაზე ასევე იმსჯელებენ საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.