ოჩხამურში მოსახლეობამ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა მოითხოვა

12 მაისი 2020, 21:01 4169 ნახვა

ხმაური იყო დღეს, სოფელ ოჩხამურში. ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა, ჩაის პლანტაციების ფართობის საკუთრებაში გადაცემა მოთხოვეს. როგორც ამბობენ სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ, პანდემიის გამო კი მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ ვერ გადადიან. ყვებიან, რომ ტერიტორიის ნაწილს საბოტნედაც იყენებდნენ, მიწის მფლობელი კი ახლა ამის უფლებას არ აძლევთ.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტერიტორია შპს "მილენიუმ ტრანსზე" 2008 წელს ვალდებულებების გარეშე გასხვისდა. მიწის მესაკუთრე ამბობს იმასაც, რომ მათ ადგილობრივებს ჩაის კრეფაზე დასაქმება შესთავაზეს, თუმცა ნაწილისგან უარი მიიღეს.  თემურ ჯაშის განცხადებით, მათ მიწის დროებით მფლობელობაში გადაცემის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ წინაპირობად დადებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი