სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში შესაძლოა მომსახურება გაძვირდეს

11 მაისი 2020, 21:21 5050 ნახვა

შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ეტაპი, სილამაზის სალონებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ეხება. უკვე ცნობილია, რომ სტომატოლოგიური კლინიკები პაციენტების მიღებას 22 მაისამდე შეძლებენ. სილამაზის სალონებისთვის კი სპეციალური რეგულაციები შემუშავდება. სავარაუდოდ მათი გახსნა 8 ივნისამდე  ნაკლებად მოსალოდნელია. მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით დასახვედრად მფლობელები უკვე ემზადებიან. რა დატვირთვით შეძლებენ ისინი მომხმარებელთა რაოდენობის მიღებას, ახლა ყველაზე მეტად ნერვიულობენ. არ გამორიცხავენ ფასების ზრდასაც ,რადგან მათი თქმით ის აღჭურვილობა და პირობები რომელიც ახალი რეგულაციებითაა გათვალისწინებული  დიდ თანხებს უკავშირდება

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი