„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ 2020-ის არჩევნები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღებული შეთანხმების საფუძველზე ჩატარდეს“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა . თუმცა იქვე დასძენს, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი მიუღებელი და გაურკვეველია, რადგან ასეთი პატიმრები ქვეყანაში არ არის და სასამართლოს მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა, ოპოზიციაში კი განსხვავებული აზრი აქვთ და ფიქრობენ, რომ მათი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება...