საქართვლოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და არ ეგულება გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო, მსგავს განხვილვებში მიეღო მონაწილეობა.
გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია.
''ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზააციის პროცესში, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა თანამშრომლებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საარჩევნო სისტემა რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ ეს იმდენად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებაა, რომ ამ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
რაც შეეხება კონკრეტული ადამინების გათავისუფლების საკითხს, მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს. ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგაბსი მოთხოვნების დაყენება. უბრალოდ შეუძლებელია. ჯერ ერთი ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს. კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ სასამართლოებმა გადაწყვეტილებები მიიღეს. ამის შემდეგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამინების ციხიდან გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების შედეგი. ან ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი საკითხები პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყო. ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის შეუძლებელი.
ვერც წარმომიდგენია, ადამიანი, რომელსაც შეეძლო, აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი და პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.
ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო მსგავს განხვილვებში შესულიყო ან საერთოდ სადმე ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა.
ყველას ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს მოვუწოდებ უბრალოდ დააკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.