სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

10 მაისი 2020, 12:26 2589 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლოს ეზოში გააპროტესტეს. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ დევს მტკიცებულებები და მოსამართლეს განმარტება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. წულუკიძის და ანთაძის ახლობლები ბრალდებულების გათავისუფლებას  რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულა აქციაზეც ითხოვდნენ.

აქციაზე 4 პირი დააკავეს. სასამართლომ 2 მათგანს ფულადი ჯარიმა დააკისრა, ერთს გაფრთხილება მიეცა, ერთის მიმართ კი საქმის წარმოება შეწყდა. წულუკიძე და ანთაძე  რამდენიმე თვის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც  დააკავეს და ბრალიც წარედგინათ.  ისინი პირობით იყვნენ გათავისუფლებულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი