კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა აჭარაში. ლაბორატორიებში 351 კვლევა ჩატარდა, ყველას პასუხი უარყოფითია.
ამ დროისთვის 30 პირია ცხელების ცენტრში, მათ უტარდებათ დიაგნოსტიკური კვლევები, რომლის პასუხიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ბათუმში, კლინიკა ''მედალფაში'' 15 პაციენტი რჩება. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში, სხვების მდგომაროება კი მსუბუქია.