საკარანტინო ზონად გამოცხადებული ქობულეთის სოფლები, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. ქობულეთის მონიციპალიტეტი აჭარაში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო. წყავროკა, მუხაესტატე, გვარა და ლეღვა - ამ სოფლებში კორონავირუსით ინფიცირებულები ცხოვრობდნენ. გარდა ქობულეთისა მომდევნო 10 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის თბილისი. 22 მაისამდე ქვეყანა კვლავ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმსა და ე.წ კომენდანტი საათის პირობებში იცხოვრებს.