ქართველი მეზღვაურები ტყვეობაში რჩებიან

03 მაისი 2020, 12:19 1446 ნახვა

4 ქართველ მეზღვაურს, რომლებიც მეკობრეების  გატაცებას გადაურჩნენ  რამდენიმე საათში ლომეს ნავსადგურში გადაიყვანენ, რის შემდეგაც უკვე მათ სამშობლოში დაბრუნებაზე იზრუნებენ. რაც შეეხება პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ეკიპაჟის 10 წევრს, რომლებიც მეკობრეებმა გაიტაცეს  ამ  დრომდე უცნობია როდის მოხერხდება  მათი გათავისუფლება.  გატაცებულია 9 ქართველი და 1 უკრაინელი  მეზღვაური. 

პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენლობა. პროცესი კონფიდენციალურია და დეტალებზე ინფორმაცია  მეზღვაურების უსაფრთხოებისა და მათი დროულად გათავისუფლების  გამო არ ვრცელდება. ბერძნული კომპანიის კუთვნილი ტანკერიდან 10 მეზღვაური მეკობრეებმა 30 აპრილს გაიტაცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში