ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ხმაური მოჰყვა მირდატ ქამადაძის ინიციატივას.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებას ითხოვდა. რასაც უმრავლესობა არ დათანხმდა.