,,გაერთიანება ლელო საქართველოსთვის’’ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის მთავრობას მიმართავს. ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ 2 ათასამდე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის დახმარების საკითხი გაურკვეველია.
კუპრაძე იმ ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც ყოველდღიურად სამუშაოებზე თურქეთში გადადიოდნენ, 45-ე დღეა კი უმუშევრები არიან.
ირაკლი კუპრაძე თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებს, რომ უმუშევრად დარჩენილებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუამდგომლოს რომ დახმარების მიმღებთა რიგებში მოხვდნენ.