27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია 4 დიდ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით კი აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაც შეეხება ზოგადად საქალაქთაშორისო გადაადგილების და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ არსებულ შეზღუდვებს. პრემირის განმარტებით შეზღუდვები არ იხსნება და აღნიშნული ორი დღის შემდგომ ეს შუზრუდვები აღდგება.
"ორშაბათიდან მსუბუქი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა ეს არ ნიშნავს საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნას და იმ შეზღუდვების მოხსნა, რომელიც დიდი ქალაქებისთვის იყო დაწესებული. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება. ორი დღის შემდგომ შეზღუდვები აღდგება"- განაცხადა გიორგი გახარიამ.