ბიზნესის და მეწარმეების დასახმარებლად ამოქმედდება დღგ-ს დაბრუნების სისტემა - პრემიერი

24 აპრილი 2020, 15:14 2210 ნახვა

პრემიერის განცხადებით მეწარმეების და ბიზნესის დასახმარებლად ამოქმედდება დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების სისტემა. კომერციულ ბანკებს კი 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი მიეცემათ.

"მეწარმეების და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით, კრიზისულ პერიოდში მათ დღგ დაუბრუნდება. როგორც კი მეწარმეს პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, ყველანაირი ბიუროკრატიული ნაბიჯების გარეშე მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ. ამასთან ერთად ერთი წლის განმავლობაში მთავრობის გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით.

ამ ორ ღონისძიებას ერთად აქვს კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიებში და მეწარმეებში ლიკვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბანკებისთვის ლარის რესურსს ვაგრძელებთ და მათ გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით რესურსი, რომელიც გადაცემული იქნება ეკონომიკაში"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში